თსუ-ს ახალი რექტორი ჰყავს – თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. არჩევნები ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც აკადემიური საბჭოს წევრებმა, კენჭისყრის შედეგად თსუ-ს რექტორად, ერთადერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას დაუჭირეს მხარი.
თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია უნივერსიტეტის 30-ე რექტორად 4 წლის ვადით აირჩია.
სამუშია ამ დრომდე რექტორის მოვალეობის შემსრულებლად იყო არჩეული.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს ყოფილმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.