საჩხერის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის და წითელი ჯვრის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის და საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის ფილიალის ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პირველმა პირებმა მოზარდებსა და მოხუცებს საახალწლო ნობათები გადასცეს და მათი ნამუშევრები დაათვალიერეს.