ორბელიანების სასახლის მიმდებარედ შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს
ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება.