კახა კალაძე: ოპოზიციის ნაწილი ღიად ებრძვის ეკლესიას
“ცხადია, ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს – ესაა მარტივი პასუხი”, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას -“მისი აზრით, ოპოზიციის ნაწილმა რატომ არ მიულოცა პატრიარქს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე“.
კალაძის თქმითვე, ოპოზიცია ტრადიციებსა და კულტურას ებრძვის.
„არ ვიცი, ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ, თუმცა ცხადია, ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას, ღიად ებრძვიან პატრიარქს, ყველაფერ იმას, რაც ძვირფასია, რაც გაგვაჩნია, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ესაა მარტივი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.