გოგა ხაინდრავა: ეს უბედურ დღეზე გაჩენილი მიშა, ადამიანად აღარ თვლიან არც ცოცხალს არც მკვდარს, არცერთ სამშობლოში
ადამიანად აღარ თვლიან არც ცოცხალს არც მკვდარს, არცერთ სამშობლოში, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ეხმაურება.
“ეს უბედურ დღეზე გაჩენილი მიშა!
ადამიანად აღარ თვლიან არც ცოცხალს არც მკვდარს.
არც ერთ სამშობლოში.
ფაქტორია, შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში – პროვოკაციების, მასიური არეულობების,
რევოლუციის – განაცხადა სააკაშვილის გულწრფელმა უკრაინელმა თანამემთავრობემ
არესტოვიჩმა”, – წერს ხაინდრავა.