უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის გაუქმების მოთხოვნით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორბანი ამ განცხადებით ევროპარლამენტის ახლანდელ სკანდალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანტიკორფციული ზომები „საშინლად ჩავარდა“.
„თუ ჩვენ გვსურს, აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა, მაშინ დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი“, – განაცხადა ორბანმა.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოდის, რომელიც ეროვნული დელეგატებისგან იქნება წარმოდგენილი.