ყველა შეიარაღებული კონფლიქტი მოლაპარაკებებით მთავრდება და რაც უფრო მალე გახდება ეს კიევისთვის ნათელი, მით უკეთესი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ყველა შეიარაღებული კონფლიქტი ასე თუ ისე მთავრდება მოლაპარაკებებით, დიპლომატიური გზით. ჩვენ (მოლაპარაკებებზე) არასდროს გვითქვამს უარი“, – განაცხადა პუტინმა პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ადრე თუ გვიან კონფლიქტის ყველა მხარე თანხმდება.
„რაც უფრო მალე გააცნობიერებენ მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.