ვოლოდიმირ ზელენსკი ანჯეი დუდას შეხვდა
აშშ-დან უკრაინისკენ მიმავალ გზაზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდა.
სახელმწიფოს მეთაურებმა ქალაქ ჟეშოვში 2022 წელი შეაჯამეს და იმ რთულ ისტორიულ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ მოიტანა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის მიერ უკრაინისა და უკრაინელების ძლიერი მხარდაჭერისთვის ანჯეი დუდას მადლობა გადაუხადა.
ლიდერებმა სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და მომავალი წლის საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა განიხილეს.