ირანმა აშშ-ის კონგრესში ზელენსკის ბრალდებები უარყო და უკრაინას ემუქრება
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის ბრალდებას და ემუქრება უკრაინას და პირადად ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ RBC-Ukraine ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, დაგმო უკრაინის პრეზიდენტის განმეორებითი ბრალდებები და უხეში განცხადებები ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ აშშ-ის კონგრესში.
„ირანმა არაერთხელ უპასუხა უკრაინის ოფიციალური პირების მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს უპილოტო თვითმფრინავების შესახებ. ირანს არ მიუწოდებია რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის ომში გამოსაყენებლად“, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა.
როგორც მან აღნიშნა, ირანი ყოველთვის პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ ირანის სტრატეგიული მოთმინება ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით შეუზღუდავი არ არის“, – დასძინა ქანაანმა.
გარდა ამისა, ქანაანმა ურჩია უკრაინის პრეზიდენტს, გაკვეთილი ესწავლა სხვა პოლიტიკური ლიდერების ბედზე, რომლებიც კმაყოფილი იყვნენ აშშ-ს მხარდაჭერით.