მდინარაძე – სააკაშვილზე: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, მას თმა რომ არ გადაევარცხნა გვერდზე, წვერი არ მოეშვა და მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის რესურსი ჰქონდა

„მე და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ გვჯერა სააკაშვილის. მთელი თავისი ცხოვრება ატყუებდა და ჰყავდა სტრესში, წამებაში ქართველი ხალხი. დღეს მხოლოდ ტყუილის რესურსი დარჩა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ მას თმა რომ არ გადაევარცხნა გვერდზე, წვერი არ მოეშვა და მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო.

მისივე თქმით, სააკაშვილი მსახიობობს.

“მეც ვეთანხმები საზოგადოების აზრს, რომ ეს ადამიანი ბინძურად სიმულირებს. დღევანდელი და წინა კადრები რომ ვნახე, მას შემდეგ კიდევ გამიჩნდა ეს რწმენა და მჯერა იქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებს და კადრულობს, მსახიობობს. სიმულაციას ვეძახი რას, როდესაც თვეების განმავლობაში მალავ რომ კუჭის რეზექცია გაქვს გაკეთებული საქართველოში წამოსვლამდე ერთი თვით ადრე გეგმა „ბე“-სთვის. ასევე ვეძახი იმას, რომ 4 ოქტომბერს სამი ტელევიზია დერეფნებში დამდევდა და ამბობდა, რომ კვდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ დროს თურმე, თქვენი პრეზიდენტი ბოთლებს ესროდა თავში მედპერსონალს. ამას ვეძახი მე სიმულაციას“,- აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები