“უსაფრთხოების საკითხში ევროპამ აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უსაფრთხოების საკითხში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს და ნატოში უფრო ავტონომიური და გადამწყვეტი როლის შესრულება დაიწყოს.

ამის შესახებ მან ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი პოტენციალი, რომ უზრუნველყოს მშვიდობა უკრაინის ომით შეძრწუნებულ რეგიონში.

“გაერთიანება არ არის ის, რასაც უნდა დავეყრდნო. ეს არის ის, რაც მე უნდა ავირჩიო, ის, რასთან ერთად ვმუშაობ. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას”, – განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

Wall Street Journal წერს, რომ ასეთი განცხადებების გაკეთებით იმ დროს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში იმყოფება და სიტყვით კონგრესის წინაშე გამოდის – მაკრონი ვიწრო ზღვარს გადის.

გამოცემა იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ მან აღაშფოთა უკრაინა და მისი მოკავშირეები, როდესაც მოუწოდა დასავლეთს, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების ნებისმიერ მოლაპარაკებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები