ჯანდაცვის სამინისტრო დეფიციტურ საექიმო სპეციალობებს დააფინანსებს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით, დეფიციტურ საექიმო სპეციალობებს დააფინანსებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, სექტემბრიდან ახალი პროექტი “პოსტდიპლომური განათლების დაფინანსება” დაიწყება.
“ვთქვათ, სტუდენტმა დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი და დიპლომის შემდგომი განათლება აქვს მისაღები, მაგრამ ფული არ აქვს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გადაუხდის, ოღონდ იმ პირობით, რომ სამი წლით რაიონში წავა სამუშაოდ”, – აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.