ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინელი გმირის ჯილდო გადასცა

US President Joe Biden and Ukraine's President Volodymyr Zelensky meet in the Oval Office of the White House, in Washington, DC on December 21, 2022. - Zelensky is in Washington to meet with US President Joe Biden and address Congress -- his first trip abroad since Russia invaded in February. (Photo by Brendan SMIALOWSKI / AFP) (Photo by BRENDAN SMIALOWSKI/AFP via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას სამხედრო დამსახურებისთვის უკრაინის გმირის ჯილდო გადასცა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს და აშშ-ს კონგრესს მხარდაჭერისთვის და ასევე, მადლიერება გამოხატა ამერიკელი ხალხის მიმართ.

„დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. რა თქმა უნდა, მადლობა ორპარტიულ მხარდაჭერას, მადლობა კონგრესს და მადლობა უბრალო ხალხს, ამერიკელებს. მე ამას ნამდვილად ვაფასებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ბაიდენს გმირის ჯილდო გადასცა, რომელიც მისი თქმით, დონბასის რეგიონში მებრძოლი უკრაინის სამხედროების კაპიტანმა გადასცა.

„ერთი ბიჭი, რომელიც მართლაც, ნამდვილად გმირია, ნამდვილი კაპიტანია, მთხოვა, გადმომეცა მისი ჯილდო, ის ძალიან მამაცია და მითხრა, გადაეცით ძალიან მამაც პრეზიდენტს, მე კი მინდა გადმოგცეთ, ეს არის ჯვარი სამხედრო დამსახურებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და თქვა, რომ უკრაინელ კაპიტანს სანაცვლოდ აშშ-ს სარდლობის მონეტას გაუგზავნის.

„დაუმსახურებელია, მაგრამ ძალიან დასაფასებელია, გმადლობთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები