გია ვოლსკი: ძალიან კარგია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი განცხადება გააკეთა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.

„ძალიან კარგია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი განცხადება გააკეთა, მაგრამ ვიდრე ამ განცხადებას გააკეთებდნენ, უპრიანი იქნებოდა, ესაუბრათ საკმაოდ მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე, შეუსაბამო და შეუფერებელია იმ აუცილებელ სტრატეგიულ პარტნიორობასთან, რაც ორ ქვეყანას შორის არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები