მაკა ბოჭორიშვილი: სასურველი იქნებოდა, უკრაინული მხარე იმ განცხადებებს გაემიჯნოს, რომელიც მანამდე ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ გაკეთდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.

ბოჭორიშვილის თქმით, სასურველი იქნებოდა, უკრაინული მხარე იმ განცხადებებს გაემიჯნოს, რომელიც მანამდე ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ გაკეთდა.

„სასიამოვნოა, როცა უკრაინის საგარეო უწყება ოფიციალურად მსგავს განცხადებას აკეთებს და ემიჯნება იმ განცხადებას, რომელიც მანამდე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ, რაც ეხებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, საქართველოს პოტენციურ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში და ა.შ. ამ ყველაფერმა გამოიწვია აღშფოთება ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებში. უკრაინული მხარე ოფიციალურად აცხადებს, რომ მათ ასეთი სურვილი არ აქვთ, თუმცა სასურველი იქნებოდა, ამავე განცხადებით იმ განცხადებებს გაემიჯნონ, რომელიც მანამდე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთდა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები