იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის ინტერესია, გვყავდეს სახალხო დამცველი, რომელიც გაატარებს პოლიტიკურ დღის წესრიგს
ფაქტობრივად, რადიკალური ოპოზიცია აღიარებს, რომ მათი ინტერესია, გვყავდეს ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება პოლიტიკური პერსონა და გაატარებს პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც არის მიუღებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ თავიდანვე მხოლოდ ღირებულებებზე გავაკეთეთ აქცენტი და ამით ჩავერთეთ ამ პროცესში და ამას რადიკალურმა ოპოზიციამ დაუპირისპირა უპასუხისმგებლობა დამოკიდებულება. საზოგადოება არის ყველაზე კარგი არბიტრი და ის სწორად შეაფასებს, ვინ უდგება ამას სახელმწიფოებრივი ინტერესით და ვისი მიზანია, რომ პოლიტიკურად მორჩილი სახალხო დამცველი ჰყავდეს“, – თქვა დეპუტატმა.