რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის მოწამვლაზე ნებისმიერი საუბარი ფალსიფიკაციაა
„ნებისმიერი საუბარი მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე არის ფალსიფიკაცია, სიცრუის ტირაჟირება. ამის არცერთი ფაქტი და არგუმენტი არ არსებობს და ესეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნებით არის მოტივირებული, რომ რამენაირად კანონის უზენაესობა არ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი დამნაშავეა.
“ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე, რომელიც არ ინანიებს საკუთარ დანაშაულს, შესაბამისად, ის კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.