მიხეილ სარჯველაძე: შეიძლება, მისი გარემოცვიდან მიწოდებული ინფორმაცია სრული არ იყოს და, შესაბამისად, ვერ მოსთხოვ ზელენსკის, რომ ყველაფერში სიღრმისეულად ერკვეოდეს
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
“მესმის, შეიძლება, რომ კარგად გარკვეული საკითხში არ იყოს და შეიძლება, მისი გარემოცვიდან მიწოდებული ინფორმაცია სრული არ იყოს, შესაბამისად, ვერ მოსთხოვო ზელენსკის, რომ ყველაფერში სიღრმისეულად ერკვეოდეს. გახსოვთ, ცალკეული ადამიანები, რომლებიც თავს იწონებდნენ და კეკლუცობდნენ სააკაშვილთან მეგობრობის გამო. ეს მხოლოდ ქართველ მოხელეებს არ ეხება, ეს შეიძლება, იყვნენ უკრაინელებიც, რომლებსაც აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირები სააკაშვილთან. თუკი რაიმე იყო არა ღირსეული ამ შემთხვევაში სააკაშვილთან დაკავშირებული ისტორიების, ეს შეგიძლიათ – გაიხსენოთ სააკაშვილის შემოსვლა საქართველოში და იქ ჩაწერილი ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ეს გატაცებაა”, – განაცხადა სარჯველაძემ.