ლარი მცირედით გამყარდა – 17 დეკემბრის ვალუტის კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6674 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6691 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8341 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8346 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 17 დეკემბერს შევა.