პუტინი ვიზიტით მინსკს 19 დეკემბერს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 19 დეკემბერს მინსკში ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პროსამთავრობო მედია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ პუტინი მინსკში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩავა.

თავდაპირველად, დაგეგმილია ყველა მინისტრის მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა, ამის შემდეგ  ერთმანეთს პირისპირ ორი ქვეყნის ლიდერები შეხვდებიან.

როგორც აღინიშნა, იგეგმება “ადრე მიღებული საკავშირო პროგრამების განხორციელების პროცესის განხილვა”, კერძოდ, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები, აქცენტი გაკეთდება იმპორტის ჩანაცვლებაზე, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობასა და უსაფრთხოების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები