“თურქეთს შესაძლოა, რუსეთთან მიმართებით გეგმების შეცვლა მოუწიოს” – ვაშინგტონი ანკარას სანქციებით ემუქრება

შეერთებული შტატები მზად არის, განმეორებითი სანქციები დაუწესოს იმ თურქულ კომპანიებს, რომლებიც სანქციებში მყოფ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.

„როგორც ყოველთვის ხდება თურქეთის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს აზრთა ძალიან ღია და გულწრფელი გაცვლა. ნათლად ვაცხადებთ, რომ როდესაც ჩვენი ინტერესები ჩვენგან სანქციების აღსრულებას მოითხოვს, ამას გავაკეთებთ და, საჭიროების შემთხვევაში, სანქციებს დავუწესებთ თურქულ ფირმებს, რომლებიც არღვევენ აშშ-ის შეზღუდვის რეჟიმს“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს „კონსულტაციებს თურქეთთან და ანკარას შესაძლოა, მოუწიოს რუსეთთან შემდგომი ურთიერთქმედების გეგმების შეცვლა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები