პოლონეთის პოლიციის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

პოლონეთის პოლიციის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში „უკრაინიდან მიღებული საჩუქარი“ აფეთქდა, რის შედეგადაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტი, იაროსლავ შიმჩიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, აფეთქებისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო განყოფილების სამოქალაქო თანამშრომელმა და მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. ამასთან, დაზიანდა შენობაც.

„პოლიციის მთავარი კომენდანტის კაბინეტის მიმდებარე ოთახში აფეთქდა ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც კომენდანტმა უკრაინაში სამუშაო ვიზიტის დროს, 11-12 დეკემბერს მიიღო, სადაც ის უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელობას და სასწრაფო დახმარების სამსახურს შეხვდა“, – ნათქვამია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები