უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რუსეთი მიგრანტებს მობილიზაციის გასაძლიერებლად გამოიყენებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალი ოლექსი ჰრომოვი აცხადებს, რომ რუსეთი აძლიერებს საბრძოლო მასალის წარმოებას და სავარაუდოდ, გააძლიერებს მობილიზაციას მიგრანტებთან.
როგორც მან აღნიშნა, მოსკოვი ზრდის საბრძოლო მასალის რაოდენობას „პროდუქციის ხარისხის შემცირებით და სხვა ქვეყნებთან ხელშეკრულებების გააქტიურებით“.
მისი თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, მობილიზაციის გასაძლიერებლად ცენტრალური აზიიდან მიგრანტების დიდ რაოდენობას გამოიყენებს.
„ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უფლება ექნებათ, რომ რუსეთში სამხედრო სამსახური ისწავლონ. ეს ცვლილებები, პირველ რიგში, მიზნად ისახავს რუსეთში მყოფი მიგრანტების მოზიდვას სამხედრო სამსახურში“, – განაცხადა გენერალმა.
მისივე შეფასებით, რუსეთში მიგრანტების საერთო რაოდენობა დაახლოებით, 2,7 მილიონის შეადგენს, რომელთა უმეტესობა ცენტრალური აზიიდანაა.