ზელენსკი: უკრაინას 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 800 მილიონი ევროს ღირებულების ელექტროენერგია სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 800 მილიონი ევროს ღირებულების ელექტროენერგია სჭირდება.
ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოში ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა გაზის მოცულობის შესაძენად, რომელიც გამოყენებული იქნება რუსული დარტყმის შედეგად მიყენებული დანაკარგების კომპენსაციისთვის. საუბარია ორ მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.