კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად გააკეთა
კოსოვომ ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის განაცხადი ოფიციალურად გააკეთა.
ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.
კოსოვოს პრემიერმინისტრმა, ალბინ კურტიმ პრაღაში პრიშტინის განცხადება ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრს, მიკულას ბეკ გადასცა, ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.
4 დეკემბერს კოსოვოს ლიდერებმა ხელი მოაწერეს განაცხადის და ამ მომენტს “ისტორიული” უწოდეს.