ირაკლი კობახიძე: თუ „ნაცმოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს, ეს ძალიან კარგი იქნება
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს, ეს ძალიან კარგი იქნება და ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზეც დადებითად აისახება.
„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს საპარლამენტო მანდატებს, ეს ძალიან კარგი იქნება. ეს არა მხოლოდ პარლამენტში შეამცირებს რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ხარისხს, არამედ მთლიანად აისახება დადებითად ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. პრინციპში, ევროკავშირის მოწოდება იყო დეპოლარიზაცია. ამას “ნაცმოძრაობა” არ ასრულებდა და ერთადერთი, რითაც შეიძლება შეიტანონ დადებითი წვლილი პოლარიზაციაში, არის სწორედ მანდატების დატოვება. ამას თუ გააკეთებენ, ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი იმ რეკომენდაციაში, რასაც „დეპოლარიზაცია“ ჰქვია“, – აღნიშნა კობახიძემ.