ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა 2004-2012 წლებშიც მძიმე იყო

„მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც და სამწუხაროდ, მისი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა საქართველოს მოსახლეობაზე აისახა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან ქვეყანას მოუტანა.

“არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის ასეულობით ადამიანს სწირავდეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ. არ შეიძლება, 2008 წელს რაც გააკეთა, იმას აკეთებდეს და ა.შ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანასა და ხალხს 2004-2012 წლებში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები