ირაკლი ზარქუა: სვენ მიქსერი გაოგნებული იყო იმ ცვლილებებით, რაც სააკაშვილის პარტიის ლობისტებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეიტანეს

“ბატონი სვენ მიქსერი მთელი თვეები ამუშავეს და ბოლოს ანგარიშს მხარი არ დაუჭირა. გაოგნებული იყო იმ ცვლილებებით, რაც სააკაშვილის პარტიის ლობისტებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეიტანეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„იკითხებოდა ფასიანი ლობისტების ზემოქმედება და მცდელობა – კიდევ ემსახურონ მწვალებელთა პარტიას. ნიშანდობლივი იყო, რაც ბრძანა ბატონმა მიქსერმა, ვინც იყო ანგარიშის ავტორი, რომელიც მთელი თვეები ამუშავეს და ბოლოს ანგარიშს მხარი არ დაუჭირა. რატომ? იმიტომ, რომ გაოგნებული იყო იმ ცვლილებებით, რაც სააკაშვილის პარტიის ლობისტებმა იქ შეიტანეს“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები