მამუკა მდინარაძე: თავად იმ ადამიანებმაც, რომლებიც „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის დავალების მიმცემებად და ლობისტებად გვევლინებიან, ვერ გაბედეს დათქმის გარეშე ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორების შეტანა

“თავად იმ ადამიანებმაც, რომლებიც „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის დავალების მიმცემებად და ლობისტებად გვევლინებიან, ვერ გაბედეს დათქმის გარეშე რეზოლუციაში შესწორების შეტანა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

“მოკლედ რომ გითხრათ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან კავშირი დადასტურდება და თავადაც იციან, რომ ასეთი კავშირი ვერასდროს დადასტურდება. ის კი არა, იმ ადამიანის პოლიტიკასთან კავშირი ვერ დასტურდება, რადგან რაც ბუნებაში არ არსებობს, იმის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება წარმოუდგენელია. ანუ, დათქმა იმის შესახებ, რომ თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება რუსეთთან კავშირი ამ შემთხვევაში დასანქცირდეს, არანაირ რისკს არ შეიცავს. დათქმა იყო. ვერ გაბედეს ამ დათქმის გარეშეც კი ცვლილების, შესწორების შეტანა. დათქმა შეუძლებელია აღსრულდეს როდისმე იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები