გია ვოლსკი: კუჭის რეზექციასთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რასაკვირველია, არაადეკვატური იქნება, ამ თემით პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობა არასწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი “ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე კუჭის რეზექცია გაიკეთა.

ვოლსკის შეფასებით, მსგავსი თემებით პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობა არასწორია.

„კუჭის რეზექციის ოპერაცია კეთდება იმიტომ, რომ წონაში დაიკლოს ადამიანმა. სააკაშვილია თუ ნებისმიერი სხვა, ვინც იკეთებს ამ ოპერაციას – ვიცნობთ ჩვენ ასეთ ადამიანებს, საკმაოდ გამოჩენილი ხალხიც არის ზოგიერთი მათ შორის, საკმაოდ სერიოზული კლება აქვთ. მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რასაკვირველია, არაადეკვატური იქნება. ამაზე ჯანმრთელობის ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ. იგივე ელექტრონულ სიგარეტზეც. ყველამ იცის, რომ ნებისმიერი სიგარეტის მოხმარება, მათ შორის, ელექტრონულის, იწვევს სერიოზულ გავლენას მადაზე, კვებაზე და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს, ეს ზოგადად ადამიანებს ეხება, ასე რომ არასწორია ამ თემით პაექრობა პოლიტიკურ ასპარეზზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები