საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და მოქალაქეობის აღდგენის ვადა ორი წლით გაგრძელდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომიტეტის თავმჯდომარისა და კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არსებული კანონმდებლობით საქართველოს ყოფილ ან მოქმედ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის იღებენ, ეძლევათ შესაძლებლობა გამარტივებული წესით აღადგინონ ან შეინარჩუნონ მოქალაქეობა. აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება.
„კანონპროექტით მოქალაქეობის შენარჩუნებისა და მოქალაქეობის აღდგენის ვადა ორი წლით გაგრძელდება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები