შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ძველი თბილისის და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზურაბ კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, მამრაძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები და ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ გელა ხ-ს რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები