ჩუღურეთის რაიონში მამაკაცი მოკლეს- ეჭვმიტანილი დაკავებულია
ჩუღურეთის რაიონში, ე.წ. მალაკნების ბაზართან მკვლელობა მოხდა. დაზარალებული მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე გახსნილია და სამართალდაცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია 108 – ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.