მამუკა მდინარაძე: სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი რაღაც რაოდენობით ხან იზრდება, ხან მცირდება

„ეს არის დინამიკური პროცესი, სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი რაღაც რაოდენობით ხან იზრდება, ხან მცირდება. თქვენ არ აქცევთ ყურადღებას მთავარ სტატისტიკურ მონაცემს – როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18 პროცენტამდე, ეს არის სიღარიბის და სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ახლა ერთ თვეში 10 000 მოაკლდება თუ მოემატება, რა თქმა უნდა, ეს დიდი რიცხვია და საყურადღებოა, მაგრამ მთავარი ინდიკატორი არის ორნიშნა ზრდა და სიღარიბის მაჩვენებელი. ამ ქვეყნის მოსახლეობის 17-18% რამდენი ადამიანია, ეს კარგად მოგეხსენებათ. საბედნიეროდ, დინამიკა არის კარგი, მაგრამ მაინც უხერხული სალაპარაკოა მოსახლეობის 17%-თან, რომ იცით რა, 30% იყო და ახლა თქვენ რომ 17% დარჩით, ეს არის ძალიან კარგი. კარგი კი არ არის, დინამიკაა კარგი. მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, თუ ასეთი ზრდა გვექნება, 2027 წელს საშუალება გვექნება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით 10 000 დოლარის ეკვივალენტს გავცდეთ, 2030 წელს კი – 15 000 დოლარს, როცა უკვე გაჩნდება რეალური შესაძლებლობა, რომ სიღარიბე აბსოლუტურ მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები