“გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკში, ლუგანსკსა და სევასტოპოლში იქნებიან” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, გაზაფხულზე უკრაინის ჯარები სევასტოპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში იქნებიან.

მისი თქმით, ზამთარი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში საკვანძო ეტაპი იქნება.

“1919 წლის 6 დეკემბერს უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არმიის ზამთრის კამპანია დაიწყო. 2022 წლის 6 დეკემბერს ის გაგრძელდა და დასრულდება უკრაინული გაზაფხულით გათავისუფლებულ სევასტოპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში. უკრაინული ზამთარი -დამოუკიდებლობისთვის ომში საკვანძო ეტაპი გახდება“, – დაწერა მან Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები