საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ დაემუქრა ოპოზიციას და გამოიყენა შეურაცხმყოფელი ენა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) 2026 წლის 7 ივნისის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარემო იყო უკიდურესად პოლარიზებული და დაძაბული, ხოლო კამპანიის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ დაემუქრა ოპოზიციას და გამოიყენა შეურაცხმყოფელი ენა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული სომეხი ლტოლვილების მიმართ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ფაშინიანი ასევე დაემუქრა ოპოზიციური კანდიდატების კუთვნილი კომპანიების ნაციონალიზაციით; ნაციონალიზაციის პროცედურები საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც კი დაიწყო.

დასკვნის მიხედვით საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა კანდიდატებს შორის ხშირი პირადი თავდასხმებით.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ფარაჰ კარიმიმ განაცხადა, რომ აღინიშნა სიძულვილის წაქეზება და ხმების მოსყიდვის ბრალდებები.

ანგარიშის თანახმად, მთავრობის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა მთავრობის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.

ხოლო მედიის ნაწილში აღნიშნული იყო, რომ ამომრჩევლების დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა „შეფერხდა პოლარიზებული მედია გარემოთი და მოვლენების მიკერძოებული გაშუქებით მანიპულაციური ინფორმაციის გამოყენებით“.

წყარო: „ტვ იმედი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები