ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში მდებარე ჰოსპიტალში დაჭრილი მებრძოლები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში მდებარე ჰოსპიტალში დაჭრილი მებრძოლები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სახელმწიფოს მეთაური ჰოსპიტალში სამხედრო მედიკოსებს შეხვდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

„გილოცავთ ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს! დიდი მადლობა ჩვენი მეომრების გადარჩენისთვის, ჩვენი გმირების გადარჩენისთვის. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი სამხედროების ჯანმრთელობას. გაუფრთხილდით საკუთარ თავებს, რათა იზრუნოთ უკრაინაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა დაჭრილ სამხედროებს გმირობისთვის მადლობა გადაუხადა და გამოჯანმრთელება უსურვა.

„დიდი პატივია დღეს თქვენთან ყოფნა. მადლობა იმ გმირობისთვის, რომლითაც ჩვენს სახელმწიფოს, მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ხალხის თავისუფლებასა და სიცოცხლეს იცავთ. გისურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები