ზაალ ანჯაფარიძე: ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტზე ეპატიჟებოდა, ახლა, დგას ეს მატარებელი დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული

ისე, ძალიან მინდა რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დღეს, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქცია.

როგორც ანჯაფარიძე წერს, სააკაშვილის დრო უკვე გასულია.

ისე, ძალიან მინდა რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში.

კარგად შეხედონ და შეაფასონ იმათ, ვინც ახლა სააკაშვილის გათავისუფლებაზე აწვება ხელისუფლებას, რადგანაც შეიძლება ჯერ კიდევ იმედოვნებს სააკაშვილის როგორც რესურსის/ინსტრუმენტის გამოყენებას აქ ხელისუფლების შესაცვლელად.

არაფერი გამოუვათ, ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტზე ეპატიჟებოდა, რადგანაც კუპეები უკვე ნაცელიტას ჰქონდა დაკავებული.

დგას ეს მატარებელი ახლა დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული,” – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები