როდერის კიზევეტერი: საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოს

Roderich Kiesewetter, CDU, Vorsitzender des Parlamentarischen Kontrollgremiums, posiert fuer ein Foto. Berlin, 15.02.2022. Berlin Deutschland *** Roderich Kiesewetter, CDU, chairman of the parliamentary control committee, poses for a photo Berlin, 15 02 2022 Berlin Germany Copyright: xLeonxKuegeler/photothek.dex

ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის პერსპექტივა, – ამის შესახებ ბუნდესტაგში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საგარეო პოლიტიკურმა სპიკერმა, როდერის კიზევეტერიმ განაცხადა.

როგორც მან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოს.

„ეს იქნება გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან თქვენ იცავთ ევროპულ წესებს და ღირებულებებს. გვჭირდება არამხოლოდ უკრაინაზე ფოკუსირება, ასევე უნდა მოვითხოვოთ, რომ რუსული ჯარები გავიდნენ საქართველოდან, დნესტრისპირეთიდან“, – განაცხადა როდერის კიზევეტერიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები