რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ზაპოროჟიე დაბომბეს, მათი სამიზნე ქალაქის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა.
“მათი მიზანი იყო რეგიონული ცენტრის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. შედეგად, ხანძარი გაჩნდა. არსებული მონაცემებით, მსხვერპლი არ არის”, – დაწერა მან.
მისივე თქმით, ხანძარი მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა დაწერა, რომ დაბომბვის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ახლომდებარე სახლებში აფეთქების ტალღამ მინები ჩაამსხვრია.
გარდა ამისა, ერთ-ერთ სოფელში მტერმა ადმინისტრაციული შენობა დაბომბა.