გაერო: უკრაინაში ომმა ჰუმანიტარული საჭიროება, წინა წელთან შედარებით, 25%-ით გაზარდა

გაერო-ში მიაჩნიათ, რომ ჰუმანიტარული საჭიროებისთვის მათ 2023 წელს 51,3 მილიარდი დოლარი დასჭირდებათ, რაც რეკორდია და წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.

გაერო-მ დონორებს შემოწირულობების გაზრდის თხოვნით მიმართა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჰუმანიტარული მოთხოვნილებები “შემაძრწუნებლად მაღალია” და ამის მიზეზია უკრაინის ომი, აფრიკაში მასიური შიმშილობა(რაც ასევე უკრაინაში ომით არის გამწვავებული) და წყალდიდობა პაკისტანში.

ეს კატასტროფები დაემატა ავღანეთის, იემენისა და სირიის კრიზისებს, რომლებიც 2022 წლამდეც მძვინვარებდა.

აღნიშნულია, რომ სურსათისა და საწვავის ფასების ზრდამ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მსყიდველობითი უნარი შეამცირა, ხოლო ზოგიერთმა, ტრადიციულად გულუხვმა დონორმა ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა შენატანი შეამცირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები