გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

შესაბამის რეზოლუციას, რომელიც „სოციალ-დემოკრატების“, „მწვანეების“, თავისუფალი დემოკრატებისა და CDU/CSU-ს პარტიების წარმომადგენლების მიერ იყო მომზადებული, მხარი პარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა.

„ჰოლოდომორი ტოტალიტარული სისტემების კაცთმოძულე დანაშაულების სიაში ჯდება, რის შედეგადაც, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. მთელი უკრაინა იტანჯებოდა შიმშილითა და რეპრესიებით. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ისტორიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით გენოციდად უნდა იყოს კვალიფიცირებული“, – ხაზგასმულია ბუნდესტაგის რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ იძულებითი შიმშილი „უკრაინული ეროვნული შეგნების პოლიტიკურად ჩახშობისკენ“ იყო მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები