“ნატო-მ წევრობაზე უკრაინის განაცხადი გამარჯვებამდე უნდა განიხილოს” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის განხილვა მოხდეს მანამ, სანამ ის რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს მოიგებს.

ამის შესახებ მან ბუქარესტში პრესკონფერენციაზე თქვა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დღეს დასრულდა.

“ჩვენ ამ ომს მოკავშირეების დახმარებით მოვიგებთ. ჩვენ გავხდებით ნატო-ს წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა მოხდეს ამ დროიდან, ნატოს წევრობის მომენტამდე. ამიტომ, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ უნდა დავიწყოთ განხილვა და არ უნდა ვისხდეთ და არაფერი ვაკეთოთ, გამარჯვებამდე”,- თქვა კულებამ.

მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეების უპირველესი ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა ომში, მისთვის საბრძოლო მასალების, საჭირო აღჭურვილობის და იარაღის მიწოდებს.​

რაც შეეხება ნატო-ში წევრობას, სტოლტენბერგი ამბობს, რომ განაცხადის განხილვა მხოლოდ ომში გამარჯვების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები