თამარ ჩარკვიანი ლატვიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ჩარკვიანი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მხრივ საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობაზე. მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. თამარ ჩარკვიანი დიპლომატს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.
„შეხვედრაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი განვიხილეთ. ელჩს გავაცანი ამ მიმართულებით ოპოზიციის საქმიანობა. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მის მდგომარეობაზე”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.