მარგველაშვილი სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებაზე: “ეს მე არ მეხება”
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნის გამოცხადების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
“ეს მე არ მეხება”, – განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. დადგენილება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. საქართველოს ექსპრეზიდენტს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.