გიორგი ვოლსკი – Passport Index-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე: პასპორტების რეიტინგი არის იმის შეფასება, კონკრეტულ ქვეყანაში სტაბილურობის თვალსაზრისით თუ რა მდგომარეობაა – საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია

„პასპორტების რეიტინგი არის იმის შეფასება, კონკრეტულ ქვეყანაში სტაბილურობის თვალსაზრისით თუ რა მდგომარეობაა. საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

„რასაკვირველია, გადახრებიც არსებობს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე თავის პასპორტით არის ავტორიტეტული, მისაღები როგორც ტურისტი, ასევე ბიზნესის და ასევე იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია წესრიგის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი. ასე, რომ საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია, ისევე როგორც ყველა სხვა რეიტინგი, რომელშიც საქართველო დაწინაურდა და მოწინავე პოზიციებზეა, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას სჯობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები