მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სისტემას უფრო აინტერესებს, ვიდრე იმ ხალხს, ვინც ფსევდოინტერესს გამოხატავს მისი ჯანმრთელობის მიმართ
“ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სისტემას უფრო აინტერესებს, ვიდრე იმ ხალხს, ვინც მისი ჯანმრთელობის მიმართ ფსევდოინტერესს გამოხატავს.
“სააკაშვილი არის ინსტრუმენტი, მათი დავალებების მიმცემების ხელში. ინსტრუმენტი, რომელიც ჩამოიყვანეს, ეს გეგმა არ წავიდა, ვერ შეასრულეს და შემდეგ გადავიდნენ სხვადასხვა გეგმაზე და როცა არცერთი გეგმა არ გამოუვიდათ, დაუბრუნდნენ ბრძოლის პირველ იარაღსა და ინსტრუმენტს, კვლავ მიხეილ სააკაშვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სისტემას უფრო აინტერესებს (იმიტომ, რომ ეს მათი ვალია), ვიდრე იმ ხალხს, ვინც ფსევდოინტერესს გამოხატავს მისი ჯანმრთელობის მიმართ. თავიდან კვდება, კვდება იძახეს, შემდეგ დაავიწყდათ, ახლა დაუბრუნდნენ ისევ, რომ გამოიყვანონ ეს ადამიანი, ქვეყანა არიონ, სხვა გეგმა მათ არ აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.