ევროკომისია რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოძიების სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისია, გაეროს მხარდაჭერით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს.

ამის შესახებ ​ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ვაგრძელებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას და გთავაზობთ, გაეროს მხარდაჭერით, სპეციალიზებული სასამართლოს შექმნას, რომ მოხდეს რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიება და შემდგომი დევნა”, – თქვა მან.

ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი მზად არის, დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მიაღწიოს მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას ამ სპეციალიზებული სასამართლოს შექმნისთვის.

როგორც ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა, ანტონ კორინევიჩმა განაცხადა, ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახური ამზადებს პოზიციას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესაძლო ვარიანტების შესახებ, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის.

სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი სხვადასხვა ორგანიზაციამ და სახელმწიფომ უკვე დაუჭირა, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, ასევე, უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ნიდერლანდების ეროვნულმა პარლამენტებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები