უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა, ბულგარეთში სასტუმროებიდან გამოასახლონ

ბულგარეთში, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სასტუმროების თითქმის 20% მზად არის, 1-ელი დეკემბრიდან უკრაინელი ლტოლვილები გამოასახლოს, თუ სახელმწიფო მათი კვების დაფინანსებას არ განაახლებს.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

ნოემბრის შუა რიცხვებში ბულგარეთმა ლტოლვილებისთვის საკვების დაფინანსება შეწყვიტა, რაც სასტუმროების ორგანიზაციების კრიტიკას გამოიწვია.

გამოცემა წერს, რომ ბულგარეთის მთავრობა ერთ ლტოლვილზე დღეში 7,5 ევროს გამოყოფს, მაგრამ ეს თანხა მათ კვებას არ ფარავს.

ოქტომბრამდე სახელმწიფო საკვებში დღეში 2,5 ევროს იხდიდა, რაც საკმარისი იყო ძირითადი მენიუსთვის. ახლა კი სასტუმროების მფლობელები ითხოვენ, სახელმწიფომ სასტუმროებში საკვების რეგულარული მიწოდება უზრუნველყოს.

ბულგარეთის “წითელი ჯვარი” საკვებ პაკეტებს სასტუმროებსა და სამთავრობო ბაზებზე ანაწილებს, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი ეროვნული საქველმოქმედო კამპანიის მეშვეობით იქნა შეძენილი, მეორე კი – არაბთა გაერთიანებული საამიროების შემოწირულობის შედეგად.

,,წითელ ჯვარს,, სურსათის ერთი თვის მარაგი აქვს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, ევროკავშირმა სოფიას თითქმის 100 მილიონი ევრო ლტოლვილებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად გადასცა.

შეგახსენებთ, ივნისში ბულგარეთში სკანდალი აგორდა მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო, რომ შეეზღუდა უკრაინელი ლტოლვილების განსახლების პროგრამა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმროებში. ამან ვიცეპრემიერის, კალინა კონსტანტინოვას გადადგომის მოთხოვნა გამოიწვია. საბოლოოდ, მთავრობამ პროგრამის გაუქმებაზე უარი თქვა.

ნოემბერში ბულგარეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სასტუმროებში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს სამთავრობო ბაზებში კიდევ ოთხი თვის განმავლობაში არ გადაიყვანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები