სუბარი მარგველაშვილთან მიმართებაში ღარიბაშვილის განცხადებას იზიარებს

  პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ღარიბაშვილი ინტერესდება, თუ რატომ დასჭირდა მარგველაშვილს ერთი თვე საიდუმლო გრიფის მოსახსნელად, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარიც იზიარებს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს დოკუმენტზე გრიფით საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უმოკლეს დროში უნდა მიეღო. განცხადება მან ჟურნალისტებთან აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გააკეთა.
“როდესაც არსებობს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური და არსებობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომლებიც გაიღებენ ყველა ლეგალურ ხარჯს, რაც სახელმწიფო ვიზიტებისთვის არის საჭირო და ამ დროს საიდუმლო ხარჯებიდან აფინანსებს ქალაქის მერის გახდომის პროცედურებს და თავის გართობას, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და შეიცავს კორუფციის მძიმე ნიშნებს. ცხადია, ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს”, – აცხადებს სოზარ სუბარი. “პროკურატურამ დაასრულა საქმეზე მუშაობა და სწორედ ამიტომ გაკეთდა მოთხოვნა მასალებზე გრიფის მოხსნის თაობაზე. ჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფ “საიდუმლოს” მოხსნას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები